ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვის სანქციები გარდაუვალი ხდება - აშშ და ევროპა მოქმედებაზე გადასვლას აპირებს

16.05.24 20:18
ივანიშვილისთვის და მისი პარტიისთვის სანქციები გარდაუვალი ხდება - აშშ და ევროპა მოქმედებაზე გადასვლას აპირებს

 

ოლიგარქის პარტიისთვის სანქციები გარდაუვალი ხდება. შეერთებულ შტატებს ახლა უკვე ევროკავშირის სახელმწიფოებიც უერთდებიან. რეალობა ასეთია - ბაიდენის ადმინისტრაციის გარდა, არ არის გამორიცხული ოცნების დეპუტატებს, მთავრობის წევრებს და ივანიშვილს, სანქციები ეროვნულ დონეზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საკუთარ სახელმწიფოებში დაუწესონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოლიგარქი და მისი გარემოცვა ევროპული ქვეყნების შავ სიაში იქნებიან, არ შეუშვებენ საზღვარზე და ანგარიშებსაც დაუბლოკავენ.

ეს არ იქნება რუსული კანონის ამოქმედების ერთადერთი მძიმე შედეგი. საერთაშორისო გამოცემებს ევროკავშირის მაღალჩინოსნები პირდაპირ ეუბნებიან, რომ ამოქმედდება კანონი და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაპაუზდება და ეს იცის  ქართულმა ოცნებამაც.  ამიტომ რჩება ორი გზა. ან  ოცნება რუსულ კანონს აამოქმედებს და  მიიღებს სანქციებს. ან არ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს და კანონი ავტომატურად  გაუქმდება.

დეტალები ნახეთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები