"თავიანთ პროტესტებს შლიან, საქართველოს პროტესტებზე კი..." - ზახაროვას და ოცნების მსგავსი განცხადებები აქციების დაშლაზე

16.05.24 19:59
"თავიანთ პროტესტებს შლიან, საქართველოს პროტესტებზე კი..." - ზახაროვას და ოცნების მსგავსი განცხადებები აქციების დაშლაზე

"ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის დამტკიცებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ეხმაურება და მმართველ პარტიას იცავს.

პროპაგანდისტულ გადაცემაში - "საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან" ზახაროვა ამართლებს "ოცნებას" მიღებული გადაწყვეტილების გამო და კვლავ დასავლეთს აკრიტიკებს.

ზახაროვამ საპროტესტო აქციების დაშლასთან დაკავშირებით გაიმეორა იგივე ნარატივი, რომელსაც "ქართული ოცნება" ავრცელებს.

თბილისში დემონსტრაციები მიმდინარეობს. რას ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი? ისინი ამბობენ, რომ ეს დემოკრატიის გამოვლინებაა. მეზობელი სომხეთი, იქვე მყოფი ქვეყანა. შეუძლებელია ვერ შეამჩნიო და ვერ დაინახო რა ხდება რეგიონში. პროტესტები. მრავალათასიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი კი ამას ვერ ხედავს. საკუთარი პროტესტები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთს უკავშირდება. რას აკეთებს შეერთებული შტატები? დაუნდობლად შლიან. ეს როგორ შეიძლება? თავიანთ პროტესტებს შლიან, საქართველოს პროტესტებზე კი... ითხოვენ, პირდაპირ ზეწოლა აქვთ თბილისზე, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს." – თქვა მარია ზახაროვამ.

 

მსგავსი სიახლეები