კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - როგორ აღმოჩნდა საპროტესტო ბანერები იუსტიციის სახლის საინფორმაციო ეკრანებზე

16.05.24 20:19
კი ევროპას! არა რუსულ კანონს! - როგორ აღმოჩნდა საპროტესტო ბანერები იუსტიციის სახლის საინფორმაციო ეკრანებზე

 

 

აქტივისტებმა იუსტიციის სახლის ინტერაქტიულ საინფორმაციო ეკრანებზე დააყენეს ბანერები წარწერით - კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

ვიდეომასალას გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

ვიდეომასალით დგინდება, რომ საინფორმაციო მონიტორებზე, რომელიც ინტერნეტთან არის მიერთებული, მოქალაქეებმა დააყენეს, საპროტესტო ბანერები, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მთავარი ატრიბუტია.