"ოცნება" ევროკავშირთან ღია ომის რეჟიმზე გადავიდა - ანტიევრიპული განცხადებების კასკადი პაპუაშვილისგან
ქართული ოცნება ევროკავშირთან ღია ომის რეჟიმზე გადავიდა. ანტიევრიპული განცხადებების კასკადი პარლამენტის თავმჯდორისგან. 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვამ საპროტესტო აქციების მონაწილეებისადმი ხელისუფლებას წონასწორობა დააკარგვინა. ევროპელ დიპლომატებს ხელისუფლების დამხობის მცდელობაში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდი სიტყვა-სიტყვით იმეორებს იმ გზავნილებს, რომელიც დღეს მოსკოვიდან მოდის.
მოახლოებული სანქციებით შეშინებული ოცნება ყველაფერზე მიდის. ხელისუფლებამ ევროკავშირი პრაქტიკულად სახელმწიფოს მტრად გამოაცხადა, დასავლურ სამყაროს ღიად უპირისპირდება და ქვეყანას რუსეთის პირისპირ ტოვებს. ქართული ოცნება, რომელმაც 2 დღის წინ ქვეყნის გასაბჭოებას მოაწერა ხელი, ევროპას რუსული მეთოდებით ბრძოლაში ადანაშაულებს, ქართულ კრიტიკულ მედიას კი რუსული ინტერესების გამტარებელ ჰიბრიდულ ძალად მოიხსენიებს.
დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.