ამ აქციების მუხტი არის, ალბათ, ყველაზე მეტად განმასხვავებელი, რაც მოდის - ფოტოგრაფი
"ეს არის მუხტი, რაც, ალბათ, ყველაზე მეტად არის განმასხვავებელი, რაც მოდის," - ამის შესახებ საუბრობს ფოტოგრაფი, რომელიც საქართველოში გამართულ აქციებს აღბეჭდს.
ფოტოგრაფი ლელი ბლაგონრავოვა საუბრობს იმ განმასხვავებელ ნიშნებზე, რაც ბოლო 40 დღეა თბილისში მიმდინარე აქციებს სხვა საპროტესტო შეკრებებისგან განასხვავებს.
ეს არის აქციები, რომელიც არის ჩემთვის შემოქმედებითი, უყურებ, რამდენად შემოქმედებითი არიან ახალგაზრდები, რამდენნაირად შეუძლიათ გამოხატონ სათქმელი და ამ ადამიანების ფიქრი არის წარმოუდგენელი სანახავი და გადასაღები,“ - ამბობს ფოტოგრაფი.