რასაც ვხედავთ ეკონომიკაში, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ივანიშვილმა თვეებიც ვერ გაძლოს - უგულავა
"რასაც ვხედავთ ეკონომიკაში, 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილმა თვეებიც ვერ გაძლოს", - ამის შესახებ "რეაქციაში" გიგი უგულავა საუბრობს. უგულავას თქმით, ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ვარდნა, სერიოზულ პრობლემებს შექმნის ქვეყანაში.
უგულავას თქმით, ივანიშვილის მთავარი დასაყრდენი ახლა რუსეთია, რადგან მას ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივება უნდა.
ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, ამის ლეგიტიმაციას დასავლეთი არ იზამს. მთელი ეს უბედურება ივანიშვილის თავში, გარდა იმისა, რომ ის იმთავითვე იმ ორბიტის ნაწილია, სადაც მზე პუტინია...
ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ კანონის მიღების შემთხვევაში და დასანქცირების 100 პროცენტიანი ალბათობის პირობებში, არჩევნები, რომელიც აქ ჩატარდება და ის ფაქტობრივად არჩევნებიც არ იქნება, უბედურება იქნება, ლეგიტიმაცია არ ექნება, ამიტომ ივანიშვილის ლეგიტიმაციის წყარო ხდება პუტინის რუსეთი - იმიტომ, რომ ეს კაცი ფიქრობს, რომ დასავლეთი ამას არასდროს იტყვის ამაზე კის, კიდევ მინდა, რომ ვიყო 12 წელი, დასავლეთი ყოველთვის იტყვის, რომ შენ ხალხმა უნდა აგირჩიოს, თუ ცუდი არჩვენები ჩაატარე, ეგ არ არის არჩევნები, ამიტომ ავადმყოფი, გიჟი, რომელსაც უნდა, რომ ძალაუფლება მუდმივად ჰქონდეს, იტყვის, რომ შენ მე გადატრიალებას მიწყობ. მაგრამ თუ ეს გადატრიალებას გიწყობს, ვიღაც გჭირდება, ვინც დაგიცავს, ასეთია პუტინი, რომელიც ასადი, ლუკაშენკო არ გაწირა, ივანიშვილსაც არ გაწირავს, იანუკოვიჩსაც არ გაწირავდა, თვითონ არ გამოქცეულიყო.
ივანიშვილს აქვს სერიოზული პრობლემა, იმდენად ჩაკეტილი ტიპია, აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალურ დუღილს. 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილმა თვეებიც ვერ გაძლოს, იმიტომ, რომ დღეს, რასაც ვხედავთ ეკონომიკაში, ეს არის სხვა განზომილება,“ - ამბობს გიგი უგულავა.