გამოფხიზლდეს ხელისუფლება! ჩვენ არ გავჩერდებით! - ინგა გრიგოლია

16.07.21 14:26
გამოფხიზლდეს ხელისუფლება! ჩვენ არ გავჩერდებით! - ინგა გრიგოლია

გადაცემა „რეაქციის“ წამყვანი და ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს და საერთაშორისო პარტნიორების  და ჟურნალისტების მოსმენას ურჩევს. ინგა გრიგოლიას განცხადებით, უნდა დაისაჯოს ძალადობრივი პროცესის ორგანიზატორები და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა პირმა, ვინც ეს ძალადობა არ შეაჩერა. 

გამოფხიზლდეს, თვალები გაახილოს ხელისუფლებამ, კარგად მოუსმინოს ჟურნალისტებს და კარგად დააკვირდეს იმ უმწვავეს რეაქციებს, რაც ჩვენი საერთაშორიოს პარტნიორებისგან მიიღეს. სანამ არის დრო, იფიქრონ ამ ქვეყანაზე და არ დატოვონ ჩვენი ქვეყანა მართლა იზოლაციაში ყოველგვარი საერთაშორისო მხარდაჭერის და დახმარების გარეშე. გამოფხიზლდნენ, არც ერთი სავარძელი არ ღირს ამად. დღეს რომ დაიწყეს ჩხრეკა, სად იყვნენ  ამდენი ხანი? სანამ არ გაკეთდა განცხადებები უმწვავესი, სად იყვნენ  ამდენი ხანი? ან ვინმე ფიქტრობს, რომ ეს ჩხრეკა და ორიოდე ადამიანის დაპატიმრებაა მნიშვნელოვანი? უნდა დაისაჯოს ყველა ორგანიზატორი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ყველამ, ვისაც შეეძლო, შეეჩერებინა ძალადობა და არ შეაჩერა. ჩვენ არ გავჩერდებით! ვთქვი გუშინაც, თან საქმე, თან ქუჩა, თან პროტესტი და თან გადაცემები, - განაცხადა ჟურნალისტმა.

ინგა გრიგოლიამ მოუწოდა საზოგადოებას, ხვალ ისევ პარლამენთან შეიკრიბნონ.