პრემიერი: როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი

16.05.24 22:00
პრემიერი: როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი

"როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს," - ამის შესახებ პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობს.

პრემიერმა, რომელიც თურქეთშია, ჟურნალისტებთან 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები გააკრიტიკა და იერიში მიიტანა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრზე.

კობახიძე ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

მე მახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავდა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას, მაშინ მას შეხვდა ძალიან დიდი კრიტიკა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან და დღეს ეს მარტივი ჭეშმარიტება სამჯერ გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ეს თავისთავად ფაქტია, როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, ამ დროს ის თმობს სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილს, ეს არის ფაქტი, მაგრამ როდესაც პოლიტიკური უმცირესობების აქციაზე მისვლის კონტექსტში აკეთებს კონკრეტული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებას, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საუბარი ამ კონტექსტში სუვერენიტეტის დათმობაზე მე მგონი, რომ სერიოზული შეშფოთების საგანია,"- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები