მეორე ფრონტი დააანონსა ზურაბიშვილმა - კობახიძე

16.05.24 22:04
მეორე ფრონტი დააანონსა ზურაბიშვილმა - კობახიძე

"კოლექტიური „ნაცმოძრაობა" ორ წელიწადზე მეტია იბრძვის, რომ რამენაირად არიოს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი და ეს ფრონტი, რეალურად დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე ისევ მეორე ფრონტზე საუბრობს და ნაციონალური მოძრაობის გარდა, სალომე ზურაბიშვილიც დაადანაშაულა.

რეალურად ამ ფრონტის მთავარი მიზანი იქნება, სწორედ ფრონტის გახსნა. თქვენ იცით, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უკვე ამდენი ხანია, ორ წელიწადზე მეტია, იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი. ეს ფრონტი, რეალურად დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას". ის ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი, გამოაცხადებენ თუ არა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში" სალომე ზურაბიშვილს მათ ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული, თუ ასე იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები