აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული "ენჯეოების" მიერ - კობახიძე

16.05.24 22:10
აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული "ენჯეოების" მიერ - კობახიძე

"ეს აქციები მთლიანად ორგანიზებულია კონკრეტული პარტიების და მათთან დაკავშირებული „ენჯეოების“ მიერ, რაც ყველამ  ძალიან კარგად იცის," - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ მოქალაქეები, ვინც ერთ თვეზე მეტია, რაც ანტირუსულ აქციებში მონაწილეობენ, ორგანიზებულია "რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ".

ორგანიზებას რაც შეეხება, ეს აქციები არის თავიდან ბოლომდე ორგანიზებული, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადიკალური ოპოზიციური პარტიების და მათთან დაკავშირებული NGO-ების მიერ. აქედან, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ თავისი დასკვნები უნდა გამოიტანოს“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები