ცემაზე მეტად შემაშინა იმან, რასაც ამბობდნენ - „ამერიკის შნირებო“, „პიდარასტებო,“ „ნარკომანებო“, სპეცრაზმი გამზადებულია, რომ ადამიანი გაწიროს - ადამია
"მე უფრო ცემამ არ შემაშინა ისე, როგორც კორდონში რომ შეგვიყვანეს, რასაც ამბობდნენ ის იყო ამ დროს ყვიროდნენ - „ამერიკის შნირებო“, „პიდარასტებო,“ „ნარკომანებო“" - პარლამენტთან დაკავების შემდეგ სასტიკ ანგარიშსწორებაზე გურამ ადამია საუბრობს.
ადამია, რომელსაც სპეცრაზმი სასტიკად გაუსწორდა და საავადმყოფოში გახდა მისი გადაყვანა საჭირო, იხსენებს ანგარიშსწორების დეტალებს და ამბობს, რომ უფრო შემზარავი იყო ის ფრაზები, რასაც სპეცრაზმელები მომიტინგეების მიმართ აჟღერებდნენ.
როგორც ადამია ამბობს, დაკავებისა და ცემის კადრებს სპეცრაზმელები იღებდნენ და ამის ამსახველი კადრების ნაწილი შემდეგ ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხზეც ნახა.
ყველაზე დიდი ცემა, რაც იყო, გარეთ კადრებზე რაც იყო, ეგ კი არ იყო, შიგნით, რომ შეგვიყვანეს ეგ იყო ყველაზე დიდი ცემა.
მე უფრო ცემამ არ შემაშინა ისე, როგორც კორდონში რომ შეგვიყვანეს, რასაც ამბობდნენ ის იყო - ამერიკელი და საქართველოს სამი მოქალაქე იყო, ამ დროს ყვიროდნენ - „ამერიკის შნირებო“, „პიდარასტებო,“ „ნარკომანებო“ - პოლიციაზე კი არ მაქვს საუბარი, ე.წ. სპეცრაზმი, შუა რგოლი, აშკარად ეს სპეცრაზმი გამზადებულია იმისთვის, რომ ნებისმიერი ადამიანი გაწიროს, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ ის არის ამერიკის შნირი, პიდარასტი, ნარკომანი და არ არის ღირსი, ამ ქვეყანაზე იცხოვროს - იმდენად უკვე ღრმად ჩავიდა ზიზღი, რომ თვითონაც ვეღარ გააკონტროლებენ, რომ მოუნდეთ,“ - ამბობს გურამ ადამია.
ადამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება იქცევა ისე, როგორც რუსეთში პუტინი, თუმცა აქციის მონაწილის თქმით, ქართველები ამას არ მოითმენენ.
რაღაც პერიოდი მეც მომიწია რუსეთში ცხოვრება, როგორც ჩვენს დიად ლიდერს, ეტყობა, მოსკოვში ჰგონია თავი და ჰგონია, რომ ქართველები ასე მოითმენენ რაღაცას და რაც უფრო ამ სპირალს გააგრძელებს, მით უფრო ძლიერად დაარტყამს ეს სპირალი მასაც და მის გუნდსაც," - ამბობს ადამია.