შიში, რომლის დანერგვაც უნდათ, არ მუშაობს... ფინალი არის არჩევნები - კუპრაძე
„შიში, რომლის დანერგვაც უნდათ, არ მუშაობს. ტელეფონებზე ურეკავენ ადამიანებს, იქიდან ან საპასუხო შეტევას ან დაცინვას ღებულობენ. ეგონათ, რომ უფრო ნაკლები ადამიანი გავიდოდა ცემა-ტყეპის შემდეგ? უფრო მეტი ადამიანი გავიდა,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აკეთებს.
კუპრაძის თქმით, პროტესტი თვითორგანიზებულია და ლიდერი არ სჭირდება. სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, კუპრაძე ამბობს, რომ ლელო საპარლამენტო ბოიკოტშია, მორატორიუმი გამოაცხადა ოპოზიციურ პარტიებს შორის და გეგმა არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებაა.
ფინალი არის არჩევნები, ამ ქვეყანაში ხელისუფლებები უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით...
მნიშვნელოვანი როლი არის ახლა პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 24 საათი აქციებზე არიან - გვაკავებენ, გვირტყამენ, მაგრამ წინა პლანზე არ ვართ, გააზრებულად არ ვართ, ეს იმდენად თვითორგანიზებული პროტესტია, საერთოდ არ სჭირდება ამას ვიღაცის მხრიდან დომინანტური პოზიციის წარმოჩენა.
პოლიტიკური პროცესი წარმართულია რამდენიმე წერტილში, ეს არის საქართველოს პარლამენტი, სადაც ლელო გამორჩეულად იბრძვის დეპუტატებით...
გარეთ ვდგავართ მე, საბა ბუაძე, გრიგოლ გეგელია, სამუშია, ერთად ვათენებთ ღამეებს.
მესამე მნიშვნელოვანი ველია, საგარეო ველი - ის, რომ რადიკალური და კრიტიკული ხდება ჩვენი პარტნიორების განცხადებები, რისი დამსახურებაა, რომ ჩვენ სწორად ინფორმაციას ვაწვდით, რა მოცემულობაში იმყოფება ქვეყანა, რა რისკები არსებობს,“ - ამბობს კუპრაძე.