პური, შაქარი, ზეთი, საწვავი - ყველაფრის ფასი მოიმატებს, თუ ხელისუფლება დასანქცირდა - აბესაძე
„დაწყებული პურით, გაგრძელებული შაქრით, ზეთით, საწვავით, ენერგოტარიფებით - ყველაფრის ფასი მოიმატებს, თუ საქართველოში დასანქცირდა ხელისუფლება. ეს ქვეყანას ნამდვილად მიიყვანს ეკონომიკურ კოლაფსამდე,“ - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „რეაქციაში“ საუბრობს.
ოთო აბესაძის თქმით, თუ სანქციები დაწესდება, ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსამდე მიდის, რადგან ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოექცევა.
მოსახლეობა, რასაც მოვიხმართ, ვიკვებებით, ყველა ტიპის საქონელი და მომსახურების 70 პროცენტზე მეტი დაფუძნებულია დოლარზე, ამ დოლარის შემქმნელი სახელმწიფო აკეთებს მკაცრ პოლიტიკურ განაცხადს, რომ საქართველოს მთავრობას აყენებს სანქციების ზღვარის ქვეშ - ეს ნიშნავს, ნებისმიერი ტიპის ინვესტორი, სანამ კონკრეტულ ქვეყანაში მიდის საინვესტიციოდ, ამოწმებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას - რა მდგომარეობაა დღეს - სასამართლო სანქციების ქვეშ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება სანქციების ზღვარ ქვეშ, შესაბამისად მომენტალურად ქრება ინტერესი და საქართველოში აღარ შემოდის უცხოური ვალუტა, რაც პირდაპირი მნიშვნელობით აისახა ქართული ორი მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ფინანსურ მდგომარეობაზე.
ეს ნიშნავს რას, რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ უცხოურ ვალუტაზე, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ და თუ საქართველოში შემცირდება გარე ფულის შემოსვლა, ყოველდღიურად ინფლაციის ფონზე გაუძვირდება საქართველოს მოსახლეობას ცხოვრება, საშუალოდ, თვიდან თვემდე 20-25 პროცენტით,“ - ამბობს ოთო აბესაძე.