რამდენიმე ელჩი ზღვარზეა, თუმცა ხელისუფლებას აქვს მათზე წნეხის შესაძლებლობა - თორნიკე გორდაძე

17.05.24 00:54
რამდენიმე ელჩი ზღვარზეა, თუმცა ხელისუფლებას აქვს მათზე წნეხის შესაძლებლობა - თორნიკე გორდაძე

რამდენიმე ელჩი ზღვარზეა, თუმცა ხელისუფლებას აქვს მათზე წნეხის შესაძლებლობა - ამის შესახებ პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორ, ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარმა, თორნიკე გორდაძემ BMGTV-ის განუცხადა. 

გორდაძის თქმით, საჯარო სექტორში დასაქმებული ძალიან ბევრი ადამიანი ხედავს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა არასწორი მიმართულებით განვითარდა.

„იყო 2-3 დიპლომატი, რომლებმაც საკმაოდ გაბედულად თქვეს, რომ არ ეთანხმებიან პრორუსულ პოლიტიკას. როგორც ვიცი, არის კიდევ რამდენიმე ელჩი, რომელიც საკმაოდ რთულ სიტუაციაში იმყოფება, ისინი ზღვარზე არიან. მე მათ პროევროპულობაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას აქვს სხვადასხვა შანტაჟის და წნეხის შესაძლებლობა მათზე და ამას ბოლომდე იყენებენ. დღევანდელ სახელმწიფო სექტორში და მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ადამიანს ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდება, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, მათ უნდა ჩათვალონ, რამდენად მნიშვნელოვანია პირნათელი იყვნენ საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების მიმართ. „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო წლებში ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვა სახელმწიფოსა და პარტიას შორის. აღარ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც არ ექვემდებარება მათ კონტროლს. საბედნიეროდ, გამოჩნდა ბოლო ხანებში, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტმა მოიპოვა საკმაოდ დიდი დამოუკიდებლობის ხარისხი. აქამდე მასაც აკონტროლებდნენ“,- აღნიშნა თორნიკე გორდაძემ.

მსგავსი სიახლეები