სამშაბათს ბრიუსელში, EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზეც იმსჯელებენ - გუგულაშვილი
სამშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ. ინფორმაციას ევროპარლამენტის "მწვანეთა პარტიას" საპარლამენტო მრჩეველი, თამარ გუგულაშვილი ავრცელებს. გუგულაშვილის ინფრომაციით, მინისტრებმა ივნისში დაგეგმილი სამიტის დღის წესრიგი უნდა განიხილონ. მისივე ცნობით, 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ, ზეპირ მოხსენებას გააკეთებენ, შემდეგ შემუშავდება ერთიანი პოზიცია.
"აუცილებლად იქნება ჩემი ინფორმაციის საქართველოზე მსჯელობა, მომავალ კვირას, როცა 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან ბრიუსელში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში იყვნენ 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, გააკეთებენ ასე ვთქვათ, ზეპირ მოხსენებას, საკუთარი კოლეგების წინაშე და შემუშავდება უკვე, რა თქმა უნდა, ის პოზიცია, რაც იქნება ლიდერების დონეზე, ქვეყნების დონეზე გაჟღერებული, ანუ ევროკავშირის სახელით უკვე ივნისის 20-ის შემდე", - ამბობს თამარ გუგულაშვილი.
ევროკავშირის ლიდერები სამიტზე 27-28 ივნისს უნდა შეიკრიბონ.