გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა ეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე - პაპუაშვილი

17.05.24 10:50
გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა ეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე - პაპუაშვილი

გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა დედა ეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელისუფლების ვალია, რომ ოჯახის სიწმინდე ჩვენი ეკლესიასთან ერთად დაიცვას.

„გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს! გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, სადაც ეროვნულ ტრადიციებსა და წმინდა ადამიანურ ღირებულებებს აშკარა საფრთხე დაემუქრა, ჩვენმა დედა ეკლესიამ ფარად აღმართა ქართული ოჯახის სიწმინდე და მისი მარადიული ფასეულობები. ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომელიც მამა-პაპათაგან გადმოგვეცა და ჩვენც ათასწლეულები სიამაყით ვატარებთ. ეს არის ქართული ადათი, თაობათა შორის დამოკიდებულების პატივისცემა, სტუმარმასპინძლობა, მოყვასის სიყვარული და სამშობლოს ერთგულება. ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ მშვიდობას ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, ჩვენს სამშობლოში,” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები