გადადგეს ღარიბაშვილი - ხმაური პრემიერის სახლთან
ხმაურია ამ წუთებში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სადაც მოქალაქეები პრემიერის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ.
აქციაზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ბესო გაზდელიანმა შენობასთან გააკეთა წარწერა - "მკვლელი".
გაზდელიანის ქმედებას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, რის შე,დეგაც გაზდელიანი დააკავეს.