ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშუეთის ტაძრის მიმდებარედ მოქალაქეები იკრიბებიან
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშეთის ტაძრის მიმდებარედ მოქალაქეები იკრიბებიან. ტაძარში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 13:00-ზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება.
მსვლელობა იგეგმება დღეს რეგიონებშიც.
ინფორმაციისთვის, ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.