,,ოცნებამ" არ უნდა გადაჩეხოს ქვეყანა თავისი პირადი ტენდერების გამო - ვატო წერეთელი
,,მთელი მსოფლიო ეუბნება ,,ქართულ ოცნებას", რომ არიან კორუმპირებული ჯალათები" - ამის შესახებ ტვ პირველის დამფუძნებელმა პროკურატურასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. ვატო წერეთლის თქმით, დასავლეთმა შტურმი მოუწყო საქართველოს ხელისუფლებას და სანქციები გარდაუვალია.
კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია, იმდენად ცირკში არის ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ვხედავთ, როგორი შტურმი მოუწყო დასავლეთმა ,,ქართულ ოცნებას", კელი დეგნანმა მოსამართლეების დანიშვნაზე გააკეთა განცხადება, რომ პირდაპირი სანქციები გარდაუვალია,
ხედავთ, რა სანქციებს უპირებენ ,,ქართულ ოცნებას" და ამიტომ ,,ოცნებამ" არ უნდა გადაჩეხოს ქვეყანა თავისი პირადი ტენდერების გამო. არც მივცემთ ამის უფლებას, რომ გადაჩეხონ ქვეყანა.
მთელი მსოფლიო უკვე თითს აღარ უქნევს, წითელ ბარათსაც არ უჩვენებს, მთელი მსოფლიო ეუბნება, რომ ესენი არიან კორუმპირებული ჯალათები - განაცხადა ვატო წერეთელმა.
საქართველოს პროკურატურასთან მედიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დასჯას ითხოვენ.