აუცილებელია ინდივიდუალური სანქციები - ანა ნაცვლიშვილი
“ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა, გერმანული მხარის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის სხდომაში.
შეხვედრაზე განიხილებოდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები.
ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რასაც ხელისუფლება უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რუსული კანონის წინააღმდეგ საზოგადოების უპრეცედენტო პროტესტზე, ხელისუფლების რეპრესიებსა და ძალადობაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ, 26 ოქტომბრის მნიშვნელობაზე და სხვა საკითხებზე.
ნაცვლიშვილმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ქართველი ხალხის მიმართ და ინდივიდუალური სანქციების დაწესების აუცილებლობაზე ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.