ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით ძალიან ემთხვევა პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს - ბოკუჩავა

17.05.24 12:49
ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით ძალიან ემთხვევა პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს - ბოკუჩავა

"ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით ძალიან ემთხვევა პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს, ამიტომ ამიტომ, ჩვენი ვალია ამ განცხადებებს ვუპასუხოთ სიმტკიცით და სიმშვიდით," - ეს განცხადება საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ სალოვიევის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილის გუნდის რიტორიკა თანხვედრაში მოდის რუსი პროპაგანდისტების გზავნილებთან.

ივანიშვილის მთავრობის გზავნილები მშვიდობიან პროტესტთან დაკავშირებით ძალიან ემთხვევა პუტინის პროპაგანდისტების გზავნილებს. ფაქტია, საზოგადოება არის ისეთი ერთიანი როგორც არასდროს და ჩამოყალიბებული იმაზე, რომ რუსულ კანონთან ერთად უნდა მოვიშოროთ რუსული ხელისუფლება. ამიტომ, ჩვენი ვალია ამ განცხადებებს ვუპასუხოთ სიმტკიცით და სიმშვიდით და საზოგადოების დაკვეთის ასახვით ერთიანობასთან დაკავშირებით," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები