"სპეცრაზმელმა როგორ დაიცვას წესრიგი? ყველა იყენებს (რეზინის ტყვიებს)" - ქაშუეთთან მსვლელობაში მონაწილე

17.05.24 13:27
"სპეცრაზმელმა როგორ დაიცვას წესრიგი? ყველა იყენებს (რეზინის ტყვიებს)" - ქაშუეთთან მსვლელობაში მონაწილე

 

 

 

სასტიკი ძალადობა სპეცრაზმელების მხრიდან - ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს ქაშუეთთან გამოსული მოქალაქეების ნაწილი სამართალდამცავების სისასტიკეს არ გმობს. 

ისინი ცდილობენ გაამართლონ სპეცრაზმელები, რომლებიც სასტიკად უსწორდებიან ანტირუსულ აქციებზე გამოსულ ახალგაზრდებს.

ეს ქვეყანა ქაოსის და უწესრიგობისთვის არ უნდა იყოს განწირული. აბა, სპეცრაზმელმა როგორ დაიცვას წესრიგი მითხარი, როცა ახალგაზრდა ზღვარს გადადის.
ყველა იყენებს (რეზინის ტყვიებს), აბა, რეზინის (ტყვიები) რისთვის არის? ჩემი შვილები ამ აქციაზე არ გამოვლენ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები