პრორუსული პარტია "ოცნებისგან" რუსული კანონის უფრო გამკაცრებას ითხოვს

17.05.24 13:45
პრორუსული პარტია "ოცნებისგან" რუსული კანონის უფრო გამკაცრებას ითხოვს

პრორუსული პარტიის ლიდერები "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის მიღების გამო აქებენ, თუმცა უფრო მეტს ითხოვენ. კოკა მორგოშიას აზრით რუსული კანონი არა მხოლოდ ფინანსურ ჯარიმებს არამედ, სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა ითვალისწინებდეს.

ჩვენი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით არის ის, რომ სულ არაობას ეს ჯობია, მაგრამ თუ ჩვენ გვკითხავთ, ჩვენს შემთხვევაში უფრო ხისტი კანონის მომხრეები ვიყავით და ეს კანონი მომზადებული გქვოდან. ჩვენ არ ვართ იმის მომხრე, რომ უბრალოდ საზოგადოებამ გაიგოს, რომ ნინო ლომჯარია არის აგენტი. ყველა ქვეყნსი აგენტი უბრალოდ კი არ უნდა გამოაშკარავდეს, არამედ უნდა დაისაჯოს. დარწმუნებულები ვართ, როდესაც არჩევნები ჩაივლის, ეს კანონი უფრო გამკაცრდება.პროცესები ახლა რა გითხრათ, ცემა ტყეპა შეიძლება მოსაწონი არ იყოს", - ამბობს კოკა მორგოშია.