"მატერიალური დაინტერესება აქვთ" - მაჭარაშვილი ანტირუსულ აქციაზე მისულ ევროპელ პოლიტიკოსებზე
"გასაგებია, რატომაც იყო ეს განცხადებები, იმიტომ, რომ მატერიალური დაინტერესება აქვს ამ ხალხს" - ამ განცხადებით ცდილობს პარტნიორების დისკრედიტაციას გურამ მაჭარაშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკრიტიკებს ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც პარლამენტთან ანტირუსულ აქციაზე მივიდნენ და მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს.
სიმართლე გითხრათ, რომ ვუყურებდი უცხოურ ჯერ 4 კომიტეტის თავმჯდომარეს და შემდეგ 4 მინისტრს ამ ძალადობრივ აქციაზე და მათ სიტყვებს რომ ვუსმენდი, ასე მეგონა, რაღაც ფილმს იღებდნენ. იმიტომ, რომ როგორ შეიძლება რეალობაში აღიქვა ის, რომ უცხოური ქვეყნის მინისტრები ჩამოვიდნენ, მივიდნენ რევოლუციურ სცენაზე, დადგნენ, მოუწოდონ ხალხს, რომ 2003 წლის რევოლუციის დროსაც აქ ვიყავით და ახლაც აქ ვართო, რევოლუცია აბა თქვენ იცითო, მართლმადიდებლობას აგინეს, ხალხსაც აგინეს და ჭკუის სწავლება დაიწყეს სცენიდან. გასაგებია, რატომაც იყო ეს განცხადებები, იმიტომ, რომ მატერიალური დაინტერესება აქვს ამ ხალხს - პირდაპირ თქვა კეზერაშვილმა, რომ 50-დან 100 ათას დოლარამდე მისცემდა იმ ადამიანებს, ვინც ჩამოვიდოდა და ამ რევოლუციურ სცენარებში სცენაზე ავიდოდა და ხალხს მოუწოდებდა,“ - ამბობს მაჭარაშვილი.