თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო მესიჯი, ეს იქნება მეტი ძალადობისკენ მოწოდება - დეგნანი 5 ივლისზე

16.07.21 15:11
 თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო მესიჯი, ეს იქნება მეტი ძალადობისკენ მოწოდება - დეგნანი 5 ივლისზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება და საქართველოს ხელისუფლებას ძალადობაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ძალადობა მიუღებელია, საქართველოს ხელისუფლებისგან საჭიროა მკაფიო მესიჯი, რომ მოძალადეებს დაუსჯელები არ დარჩებიან, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობას შედეგი მოჰყვება. თუ  მთავრობის მხრიდან არ იქნება მკაფიო და მკაცრი მესიჯი, ეს იქნება მეტი ძალადობისკენ მოწოდება" - აცხადებს კელი დეგნანი.