ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

17.05.24 21:11
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ზურაბ ჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ინფორმაციას "გირჩის" ლიდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "Facebook"-ზე წერს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ ის "აქციებთან დაკავშირებით" დაიბარა.

მასიურად იბარებს ხალხს კრიმპოლი. ამ წუთებშიც რეკავენ ყველასთან.

,,აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე.

არ მიხვიდეთ ასე დარეკილზე. მოითხოვეთ რომ მოსამართლის თანდასწრებით გამოგკითხონ და სასამართლოში მოდით ადვოკატთან ერთად. თუ არ გყავთ, დაგვიკავშირდით, დაგაკვალიანებთ" - წერს ჯაფარიძე.

შეგახსნებთ, რომ მსახიობი ნატალია ყიფშიძე სასამართლოში დაიბარეს - რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილე სოციალურ ქსელში წერს, რომ პროცესი 20 მაისს არის ჩანიშნული.

ყიფშიძის ცნობით, მასზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით არის შედგენილი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას გულისხმობს.