ბოიკოტი, რასაც მედიას უცხადებთ, ახალ ძალადობას წაახალისებს - ანა ნაცვლიშვლილი ხელისუფლებას

16.07.21 15:47
ბოიკოტი, რასაც მედიას უცხადებთ, ახალ ძალადობას წაახალისებს - ანა ნაცვლიშვლილი ხელისუფლებას

მგონია, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი დაძინებულია - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ,,ლელოს" ლიდერმა განაცხადა, ანა ნაცვლიშვილის თქმით, დეპუტატები დუმილს ინარჩუნებენ, როცა პარლამენტის შენობასთან მედიაზე ძალადობა განხორციელდა  და ჟურნალისტებს აპარატურა დაუმტვრიეს.

ძალიან ახლოს პარლამენტის შენობასთან გადაუარეს ჟურნალისტებს. დაასისხლიანეს, თავპირი დაუმტვრიეს, კამერები დაულეწეს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ვისაც მედია საქმე ესმის, ცხადია, ადამიანის ჯანმრთელობასთან ვერაფერი მივა, მაგრამ როცა კამერებისა და ლაივ ჩართვის აპარატურის დაზიანება ხდება, რომ მისი აღდგენა ვეღარ ხდება, ეს არის მიზანმიმართულად მედიის შესაძლებლობებზე თავდასხმა. - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, 4 ტელეკომპანიის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი ახალ ძალადობას წაახალისებს. ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს ადამიანის უფლებათა კომიტეტს,  რეაგირება მოახდინოს აღნიშნულ ფაქტზე.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგიწოდოთ კოლეგებო, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაიღვიძოს მედიაზე გამოცხადებული თავდასხმის საკითხთან მიმართებაში. ის ბოიკოტი, რომელსაც მეორე დღეა, 4 ტელევიზიის ჟურნალისტებს უცხადებთ, არის ახალი ძალადობის წამახალისებელი. შესაძლებელია, თქვენ ამას ვერ ხედავთ, მაგრამ მინდა, მოგიწოდოთ, ნუ წაახალისებთ ახალ ძალადობას - განაცხადა პარლამენტში ანა ნაცვლიშვილმა.