გამოკითხვების სერია დიღმის სამმართველოში - პოლიციაში ნაცემი ჟურნალისტებიც დაიბარეს

16.07.21 16:09
გამოკითხვების სერია დიღმის სამმართველოში - პოლიციაში ნაცემი ჟურნალისტებიც დაიბარეს

დიღმის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვების სერია გრძელდება - მოძალადე, პუტინისტური დაჯგუფების ლიდერების დაკითხვის პარალელურად,  ნეცემ ჟურნალისტებს დაურეკეს და სამმართველოში  ისინიც დაიბარეს. 

"რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა დათო ქორიძემ განაცხადა, რომ დღეს დაზარალებულად ცნეს.

სამმართველოში იმყოფება "ფორმულას" ჟურნალისტი რატი წვერავა.

მისი თქმით, 5 ივლისს მასზე განხორციელებულ ძალადობაზე ბრძანების გამცემი "ალტ ინფოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ზურა მახარაძე იყო.