ბიძინა, წადი იანუკოვიჩთან! - ექსკლუზიური ინტერვიუ დამოუკიდებელი ლიეტუვას პირველ პრეზიდენტთან

18.05.24 22:45
ბიძინა, წადი იანუკოვიჩთან! - ექსკლუზიური ინტერვიუ დამოუკიდებელი ლიეტუვას პირველ პრეზიდენტთან

 

 

ბიძინა, წადი იანუკოვიჩთან! - "შაბათის ეთერის" ექსკლუზიური ინტერვიუ დამოუკიდებელი ლიეტუვას პირველი პრეზიდენტთან. 

92 წლის ვიტაუტას ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის ბაბუაა.

42 წლის გაბრელიუსის  ბაბუა ეროვნული მოძრაობის სათავეში იდგა, როცა ლიეტვუა საბჭოთა კავშირის კლანჭებს გამოგლიჯა და 15  საკავშირო  რესპუბლიკას შორის პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. 

ვიტუატუს ლანსბერგისი  რუსეთის და მისი გავლენების  წინააღმდეგ იბრძოდა  ჯერ როგორ პრეზიდენტი, შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე და შემდეგ როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი. 

თბილისში მისი მინისტრი შვილიშვილის მიტინგზე გამოსვლის ამბავი, სოციალური ქსელით გაიგო. საქართველოს ამბებს  დღემდე ეცნობა და ფიქრობს იმ ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისთვის სვლას აჩერებს. ზუსტად იცის, სად უნდა იყოს ახლა ბიძინა ივანიშვილი და სად მოუჩინეს მას ისტორია ადგილს.

ცნობისთვის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მსვლელობას ორი დღის წინ პირადად შეუერთდნენ. ისინი რუსული კანონის მოწინააღმდგე ქართველ ხალხთან ერთად იდგნენ და მთავარი გზავნილები გააჟღერეს. 

ყველა დეტალი ნატა ქაჯაიას სპეციალურ რეპორტაჟში. 

 

მსგავსი სიახლეები