"ჯერ კიდევ არ არის გვიანი, აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად" - როთი "ოცნებას"
პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე ვეტოს დადების შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ეს შანსი. მაიკლ როთი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიანი საქართველომ რუსეთის ნაცვლად ევროპა აირჩიოს.
"პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უცხოელი აგენტების კანონს ვეტო დაადო. საქართველოს ძვირფასო მთავრობავ, მოდი, გამოვიყენოთ შანსი. არ არის გვიანი აირჩიოთ ევროპა რუსეთის ნაცვლად.