გამოიჩინეთ გამბედაობა და არ გააუქმოთ პრეზიდენტის ვეტო - აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭო "ოცნებას"
აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი ედრიენ უოტსონი საქართველოს ხლისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის მსგავსი გამბეოდაობა გამოჩინონ და სალომე ზურაბიშვილის ვეტო არ დაძლიონ. მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსულ კანონზე ვეტოს დადებით საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყის ევროატლანტიკურ მომავალს იცავს.
"მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს უცხოელი აგენტების კანონზე ვეტოს დადების გზით. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო." წერს უოტსონი.