თბილისში დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება
თბილისში დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება. შეკრების ერთი ლოკაცია ევროპის მოედანი იქნება, სადაც ლოზუნგით - „ხელი ჩავჭიდოთ გამარჯვებისთვის”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ. აქცია-პერფორმანსი 16:00 საათზე დაიწყება.
კიდევ ერთი აქცია ვაჟა-ფაშაველას გამზირზე 17:00 საათზეა დაანონსებული. მომიტინგეების მიზანი ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის გამზირის, პეკინის გამზირისა და ჟვანიას (გაგარინის) მოედნის პარალიზებაა.