რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის - ცაჰკნა
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის „უცხოური აგენტების“ კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერზე" წერს. ცაჰკნა საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური აგენტების კანონზე ვეტო წინ მიმავალ გზას ხსნის. ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი და საქართველოს ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ“, - წერს ცაჰკნა.