პრეზიდენტმა გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა არ დატოვა გზები რუსული კანონის გაკეთილშობილებისთვის - კუპრაძე
პრეზიდენტმა გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა არ დატოვა გზები რუსული კანონის გაკეთილშობილებისთვის, - ამის შესახებ "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე საუბრობს. ც
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადადგა სწორი ნაბიჯი, როდესაც არ დატოვა გზები რუსული კანონის გაკეთილშობილებისთვის. ცხადია, რომ ეს კანონი არის რუსული თავისი შინაარსიით და მიზნობრიობით და ის არანაირი განხილვას არ საჭიროებს. სრული პასუხისმგბელობა რუსულ კანონზე და იმ ანტიეროვნულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არის რუსული კანონის მიღება, ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ და თუ ეს უნდა მოხდეს, უნდა მოხდეს ახლა იმისთვის, რომ გაშიშვლდეს სრულად მათი რუსული ბუნება და საზოგადოება გადაერთოს ამ ქვეყნის გადარჩენაზე, რაც პირდაპირ გადის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, - ამბობს კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტფო დაადო. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილმა არც კანონის მუხლობრივ განხილვაში მონაწილეობის მიღება ისურვა.