ნიკო მანაგაძეს სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ - ფაქტის ამსახველი კადრები "პირველებმა" გადაიღო

19.05.24 11:49
ნიკო მანაგაძეს სახლთან ნიღბიანები ჩაუსაფრდნენ - ფაქტის ამსახველი კადრები "პირველებმა" გადაიღო

რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე რეპრესიები გრძელდება. "პირველებმა" ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი აქტივისტისს სახლთან, სავარაუდოდ, "ოცნების" სადამსჯელო რაზმის ნიღბიანი მამაკაცების მობილიზება გადაიღო. მათ, სავარაუდოდ ჰქონდათ ინფრომაცია, რომ ნიკო მანაგაძე სახლის დატოვებას 11:00 საათივის აპირებდა, რადგან ის "ტვ პირველის" ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული. 

როგორც კი ნიღბიანებმა "პირველების" გადამღები ჯგუფი შენიშნა, ტერიტორია დატოვეს. 

ნიკო მანაგაძე ეჭვობს, რომ უცნობი პირები მის სახლთან ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის იყვნენ მისულები. გარდა ამისა, რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ აქტივისტი ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა არ განუმარტეს, რისთის იყო ეს საჭირო. მანაგაძემ პოლიციაში მისვლაზე უარი განაცხადა. ის თანახმაა, რომ მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხოს.

სამოქალაქო ატვისტი პირდაპირ ამბობს, რომ ეს დაშიანების მცდელობაა. 

ადამიანების როგორც სამართლებრივი, ასევე არასამართლებრივი მეთოდებით ტერორი გრძელდება. ამის მაგალითია ის, რომ თუნდაც აი, ამ მომენტშც კი, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ეზოში არიან კაპიუშონიანი, ნიღბიანია ზონდერ ჯგუფების წარმომადგენლები. სამი კაცია, როგორც ვნახეთ, რომლებიც აქყობენ ჩასაფრებას აი, ამ წუთსაც, როცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ იმისთვის, რომ თავს დამესხან. ასევე, გუშინ იყო ზარი ცენტრალური კრიმინალური პოლიციიდან, რომ ამ აქციების თემაზე დაბარებული ვარ, - ამბობს ნიკო მანაგაძე.

ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაძე აქტივისტებს ერთი მეორეს მიყოლებით იბარებენ. გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს ცოტნე ჯაფარიძე, ტიტე გედენიძე, ბექა პაპაშვილი და იგორ ნარმანიაც.

მსგავსი სიახლეები