სანქციების თავიდან არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ რუსული კანონი უკან იქნება გაწვეული - პრიჩარდი
ბრიტანეთის პარლამენტის პოლიტიკოსი მარკ პრიჩარდი იმ შეზღუდვებზე საუბრობს, რომელიც რუსული კანონის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას დაუწესდება. მაღალჩინოსანი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, უკან გაიწვიოს რუსული კანონი, ვიდრე ჯერ კიევ არსებობს შესაძლებლობა, რომ აღნიშნული სანქციები თავიდან იქნას არიდებული.
"მინდა საქართველოსთან დაკავშირებით განვაცხადო, მინდა მინისტრებს მოვახსენო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას სურს საქარველოსთან მუშაობის გაგრძელება. ეს ნამდვილად ასეა. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯიმ ო ბრაიენმა თქვა, შესაძლოა ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიხედოს და რისკის ქვეშ დადგეს. ამასთან, შესაძლოა, ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვებიც დაწესდეს. ამ ყველაფრის თავიდან არიდება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუ საქართველოს მთავრობა გაიწვევს ამ უცხოური აგენტების კანონს ან სრულიად შეცვლის მას," - განაცხადა მარკ პრიჩარდმა.