მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას - ბრაჟე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს. მარალჩინოსანი ამის შესახებ ტვიტერზე წერს. ბრაჟე მიიჩნევს, რომ აღნიშნული კნაონი საქართველოს ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც საქართველოში დიდი პროტესტი გამოიწვია და რომელიც აშკარა საფრთხეა ქვეყნის ევროპული გზისთვის. ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას, - წერს ბრაჟე.