"დაშინების და ტერორის მცდელობა" - პოლიციაში დაბარებული აქტივისტები გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ
აქტივისტები, რომლებიც ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს, გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ. ისინი ამბობენ, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას დაადასტურებს. ახალგაზრდები თანახმანი არიან მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხონ.
აქტივისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ხელისუფლება ახლა მათ დაშინებას ცდილობს. მათ აქვთ ეჭვი, რომ საქმეებზე გამოძიება სსკ-ით არის დაწყებული.
ეს ყველაფერი გამოხატავს იმას, რომ რეჟიმი არის, ფქტობრივად, აგონიაში, იმიტომ, რომ ამ ხელების გადაგრეხვით, სახლებთან ტიტუშკების დახვედრებით, უნივერსიტეტებში ტიტუშკების დახვედრებით კობახიძესთან ერთად, რაც არის სრულიად სამარცხვინო და ასახავს მათ მდგომარეობას, პლუს ამატებენ სასამართლოს, რომელიც არის, რა თქმა უნდა, უზურპირეული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ, - ამბობს იგორ ნარმანია.
აქტივისტი ბექა პაპაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მსგავსი რეპრესიებით ივანიშვილის რეჟიმი აგორეულ პროტესტს ვერ გააჩერებს.
მსგავსი წნეხით და აი, ამ რეპრესიებით გადატეხოს ის პროტესტის ტალღა, რომელიც აგორებულია საქართველოში, თუმცა მე ზუსტად ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს, რომ ის არა მხოლოდ გადაყვება ამას, არამედ ძალიან ძვირად დაუჯდება ეს ყოველივე, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მილიონობით ადამიანის აზრი იქნეს უგულებელყოფილი, - ამბობს ბექა პაპაშვილი.
"დაშინების და ტერორის" მცდელობად აფასებს ხელისუფლების ამ ნაბიჯებს აქტივისტი ტიტე გედენიძეც.
ეს იყო წინასწარ დაანონსებული მასობრივი დაჭერების სერია და მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“ და შსს-ს, რომ არ გაუვა ეს აბსურდი არავითარ შემთხვევაში. ეს არის აშკარა დაშინების და ტერორის მცდელობა, - ამბობს ტიტე გედენიძე.
ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში დაბარებულია სტუდენტი ნიკო მანაგაძე და სევე თაზო მახარაძეც.