"ოცნების" დეპუტატმა გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა

19.05.24 13:46
"ოცნების" დეპუტატმა გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტზე The News Agents-ზე გლობალური ომის პარტია მასონებს შეადარა, რომლებსაც მისი თქმით, "მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ". პოდკასტის ეპიზოდი რუსულ კანონს და საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხება.

"ეს არის რაღაც, რაც... გჯერათ მასონების? ფრიმასონების, მაგალითად, ისინი, ვისზეც ათწლეულების განმავლობაში გვესმოდა და ვხედავდით, რომ მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ. დღეს მე თვითონ, საგარეო ურთიერთობებში ვარ ჩართული და როცა პარტნიორებთან მაქვს საქმე, ამბობენ რომ კარგია და კარგად მიდიხართ, მაგრამ არის კიდევ მეორე ხმაც..." - თქვა მარიამ ლაშხმა.

The News Agents-ე წამყვანებიემილი მეიტლისი, ჯონ სოპელი და ლუის გუდალი არიან. გუდალის თქმით, ინტერვიუს უფრო დიდი ნაწილი აღარ გააშუქეს. 

"შეგვეძლო, ამ ინტერვიუდან კიდევ უფრო მეტი გვეჩვენებინა. ძალიან ბევრი გაგებით, გაოგნებული ვიყავი. მიუხედავად იმისა, სჯერა თუ არა მას იმის, რასაც ამბობს, მრავალმხრივ შემაძრწუნებელი იყო". - თქვა გუდალმა.