ექსკლუზივი: რა წერია პრეზიდენტის ვეტოში (დოკუმენტი)

19.05.24 15:21
ექსკლუზივი: რა წერია პრეზიდენტის ვეტოში (დოკუმენტი)

"პირველებმა" მოიპოვა საქართველოს პრეიზდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დოკუმენტი. ის 73 გვერდიანია და სალომე ზურაბიშვილი დეტალურად ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება. "ეს კანონის არაკონსტიტუციურია" - წერს პრეზიდენტი და ასაბუთებს, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს.

ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, იგი არ ექვემდებარება გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით, რადგან მისი არსი, მისი შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას. 
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, კანონი გაუქმდეს ამოქმედებიდან უმოკლეს ვადაში, მეორე დღესვე და წარმოგიდნეთ შესაბამის კანონპროექტს, - წერია ვეტოს დოკუმენტში. 

 

მსგავსი სიახლეები