"პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია" - ქადაგიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

19.05.24 15:30
"პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია" - ქადაგიშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

"პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ვეტოს, რომელიც ზურაბიშვილმა რუსულ კანონს დაადო. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონში შესწორებები ვერ შეიტანა და მხოლოდ ის ჩაწერა, რომ კანონი რუსულია. 

ვეტო, როგორც მოგეხსენებათ, ნიშნავს, რომ მან უნდა წარმოადგინოს თავისი კანონპროექტი. წარმოადგინა ეს კანონპროექტი და ამ კანონპროექტში ერთი სიტყვა არაა შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო. ბოლო პუნქტია დამატებული, ერთი წინადადება, რომ ეს კანონი ამოქმედებიდან  იმოქმედებს მხოლოდ 1 დღე ანუ მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა. დანარჩენი პრეამბულაში, რა თქმა უნდა, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ანარჩეი მან ვერააირი შესწორება ამ კანონპროექტში ვერ შეიტანა. ეს არის ვეტო ვეტოსთვის ანუ პოლიტიკური ჯინიანობის საკითხი, - ამბობს ქადაგშვილი. 

"პირველებმა" მოიპოვა საქართველოს პრეიზდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დოკუმენტი. ის 73 გვერდიანია და სალომე ზურაბიშვილი დეტალურად ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება. "ეს კანონის არაკონსტიტუციურია" - წერს პრეზიდენტი და ასაბუთებს, რომ რუსული კანონის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს. 

მსგავსი სიახლეები