"საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული" - შოლცის და მაკრონის ერობლივი განცხადება
გერმანია და საფრანგეთი, ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში შექმნილი სიტუაციით, - ამის შესახებ ერთობლივ განცხაებას ემანუელ მაკრონი და ოლაფ შოლცი ავრცელებენ. ორი ქვეყნის ლიდერი საგანგებო განცხადებაშ წერს, რომ საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, თუმცა წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
"ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად ვართ შეშფოთებულები საქართველოში შექმნილი სიტუაციით.
ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი იყო და აქტიურად უჭერდა მხარს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
ღრმა მწუხარებით ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, როგორიცაა ე.წ. კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
საქართველოს ევროპული გზა გაწერილია - მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული", - წერია განცხადებაში.