ზურაბიშვილი საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციას თავდაუზოგავად ცდილობს - კარსინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტს რუსულ კნაონზე ვეტოს დადების გამო აკრიტიკებს. რუსი მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოში დესტაბილიზაციას ცდილობს. აღნიშნულის შესახებ კარასინი სოციალურ ქსელში წერს და სვამს პროვოკაციულ კითხვას, "ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი?"
„თავისებური ქალი ზურაბიშვილი, როგორც ჩანს, თავდაუზოგავად ცდილობს არასტაბილურობას საკუთარ ქვეყანაში. პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. აქ ჩნდება კითხვა: ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი ზოგადად ნათელია, მაგრამ მნიშვნელოვანია პოლიტიკოსმა არ დაკარგოს ზომიერების გრძნობა!“, - წერს კარასინი „ტელეგრამ“ არხზე.