"ორიგინალური და სამართლებრივად გამართული" - ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის ვეტოზე

19.05.24 17:25
"ორიგინალური და სამართლებრივად გამართული" - ვახტანგ ხმალაძე პრეზიდენტის ვეტოზე

"ორიგინალური და სამართლებრივად გამართული", - ასე აფასებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს. ექსპერტის განმარტებით, ბოლო პუნქტი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა კანონში შეიტანა, მხოლოდ მისი მოქმედების ვადას ეხება და ეს ნაწილი აბსოლუტურად გამართლებულია. მისი თქმით, ამით, ფაქტობრივად, პრეზიდენტმა რუსული კანონის გაუქმება მოითხოვა, რადგან 1 დღის ვადაში ხელისუფლება თავის არაკეთილსინდისიერ ზრახვებს სისრულეში ვერ მოიყვანს. 

ვახტანგ ხმალაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ ვინმეს პრესზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით სამართლებრივი პრეტენზია ექნება, ეს მხოლოდ თითიდან გამოწოვილი მიზეზი იქნება. 

კანონპროექტის შინაარსი, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა, არის ფრიად ორიგინალური, მსგავსი მე ჯერ არ შემხვედრია, მაგრამ სამართლებრივად აბსოლუტურად გამართული. პრეზიდენტი არ შეეხო კანონის არცერთ ნორმას გარდა კანონის ამოქმედების ნაწილისა. რაც წერია მიღებულ კაონში, ის დატოვა უცვლელად და დაამატა ერთი პუნქტი: ეს კანონი გაუქმდეს ამოქმედების მომდევნო დღიდან. ფორმალური თავლსაზრისით თუ შევხედავთ, ეს არის კანონი, რომელიც მოქმედებს შეზღუდული დროის განმავლობაში და ასეთი ნორმები ჩვენს კანონმდებლობაში არაერთია. პრეზიდენტმა აირჩია 1 დღიანი მოქმედება კანონის ანუ რეალურად, კანონი ვერ ამოქმედდება, იმიტომ, რომ ერთ დღეში ხელისუფლება, ისეთი რაღაცეები გაკეთებასაც, რის გაკეთებასაც არცერთი ხელისუფლება არ უნდა ცდილობდეს, ამას ვერ მოასწრებს და კანონი გაუქმდება. ამდენად, სამართლებრივი პრეტენზია ამ ვეტოს მიმართ თუ ვინმეს ექნება, ეს იქნება მხოლოდ თითიდან გამოწოვილი, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

"პირველებმა" მოიპოვა საქართველოს პრეიზდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დოკუმენტი. ის 73 გვერდიანია და სალომე ზურაბიშვილი დეტალურად ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება. "ეს კანონის არაკონსტიტუციურია" - წერს პრეზიდენტი და ასაბუთებს, რომ რუსული კანონის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს 

მსგავსი სიახლეები