მაღალი IQ-თი მოტრაბახე "ქართულ ოცნებას" მარიამ ლაშხმა იმიჯი შეულახა
მაღალი IQ-თი მოტრაბახე "ქართულ ოცნებას" მარიამმ ლაშხმა იმიჯი შეულახა. პარლამენტის წევრი ირწმუნება, რომ იცის ვინ დგას გლობალური ომის პარტიის უკან. რუსული კანონის მომხრე დეპუტატს თუ დავუჯერებთ, საქართველოს ომში ჩართვა მასონებს უნდათ.
კონსპირაციებში ჩაკარგული ქართველი პოლიტიკოსის სიტყვებმა ბრიტანელი ჟურნალისტი ისე გააოცა, რომ მაყურებელს ვერ აკადრა, "ოცნების" წევრის ინტერვიუ ეთერში სრულად გაეშვა.
ლაშხი, სავარაუდოდ, ერთადერთი არ არის, ვინც ასე ფიქრობს. შეთქმულების თეორიის მსხვერპლი, სულ მცირე, 84 დეპუტატია. რუსული კანონის დამტკიცების გამო საქართველოს პარლამენტის წევრებს შავ სიაში შეყვანა ემუქრებათ. კონგრესში კანონპროექტის ინიცირებას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე გეგმავს. სავარაუდოდ, დეპუტატებს შტატებში მოგზაურობის უფლებას აღარ მისცემენ.
ვრცლადდ ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.