პრემიერი აღიარებს, რომ რუსულ კანონზე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა "ოცნება" ჩიხში შეიყვანა

20.05.24 11:23
პრემიერი აღიარებს, რომ რუსულ კანონზე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა "ოცნება" ჩიხში შეიყვანა

პრემიერი აღიარებს, რომ რუსულ კანონზე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა "ოცნება" ჩიხში შეიყვანა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დისკუსიისთვის სივრცე ჩაკეტა. ამის შესახებ ქვეყნის მეთაურმა მთავორბის სხდომაზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ახალგაზრდებს რუსული კანონის გარშემო დისკუსია შესთავაზა, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. 

როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს.

ასევე, ახალგაზრდებს შევთავაზე, რომ მონაწილეობა მიეღოთ საჯარო დისკუსიაში პირდაპირი ეთერის ფორმატში, თუმცა იმავე წამს რადიკალების მხრიდან დაიწყო ბულინგი ახალგაზრდების მიმართ და ამ პირობებში ვერცერთმა ჯგუფმა ვერ გარისკა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა, რაც ძალიან სამწუხაროა. ზოგადად, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღი, რომელსაც აქტიურად იყენებს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ამ  პარტიას ვუწოდებთ ომისა და ღალატის პარტიას, თუმცა ამასთან ერთად ეს პარტია არის სიძულვილის პარტია, - თქვა კობახიძემ. 

"პირველებმა" მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დოკუმენტი. ის 73 გვერდიანია და სალომე ზურაბიშვილი დეტალურად ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება. "ეს კანონის არაკონსტიტუციურია" - წერს პრეზიდენტი და ასაბუთებს, რომ რუსული კანონის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს.   

მსგავსი სიახლეები