პრემიერი ისევ ამტკიცებს, რომ ოპონენტებს საქართველოს უკრაინიზაცია და ომში ჩათრევა სურთ
პრემიერი ოპოზიციას ისევ საქართელოს უკრაინიზაციის მცდელობაში დანაშაულებს. ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ოპონენტებს სურთ, საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს, რაც ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს.
ამასთან, ქვეყნის მეთაური ისევ ირწმუნება, რომ რუსული კანონის მიღება ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობას უზრუნველყოფს.
აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა რამდენიმე დღის წინ, რომ მას შურს უკრაინელების. მე ვიტყოდი, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა. მთავარი მიზანი, დავალება, რაც ამოძრავებთ ამ ადამიანებს არის სწორედ საქართველოს უკრაინიზაცია. ის, რომ საქართველომ გაიზიაროს უკრაინის ბედი. უკრაინაში ათი ათასობით ადამიანი არის დაღუპული ამ ომის შედეგად. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ყველა პროვოკაცია და პროტესტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას.
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ საქართველოში იყოს უზრუნველყოფილი სწორედ გრძელვადიანი მშვიდობა, - თქვა პრემიერმა.