პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "ოცნების" თამაშში არ შევიდა - ცისკარიშვილი ვეტოზე

20.05.24 11:38
პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც "ოცნების" თამაშში არ შევიდა - ცისკარიშვილი ვეტოზე

 „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ შევიდეს რუსული კანონის მუხლობრივ განხილვაში, სწორს უწოდებს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" თამაშში არ შევიდა.  

ამასთან, ცისკარიშვილი ამბობს, რომ ქართული საზოგადოების მთავარი ამოცანა რუსული ხელისუფლების შეცვლა უნდა იყოს, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რუსული კანონის გაწვევაც და ევროპულ კურსზე დაბრუნებაც. 

პრეზიდენტს სწორი პოზიცია ჰქონდა თავიდანვე, რომ რაღაც მუხლებზე დავა და  წინადადებების ჩასწორება იგივე „ოცნების“ თამაში იქნებოდა. ამ რუსული კანონის გაკეთილშობილებაში რომ არავინ შეჰყვა და მათ შორის არც პრეზიდენტი, ძალიან კარგია, ძალიან მკაფიო განაცხადია. ამ კანონის მიღებაში ხედავენ ხსნას, იმიტომ, რომ მეტი ავტორიტარიზმი ნიშნავს, მათი გადმოსახედიდან, ძალაუფლების მეტხანს შენარჩუნებას, მაგრამ სწორედ ჩენი, ქართული საზოგადოების პროევროპულად განწყობილი ყველა ჩვენი თანამოქალაქის ამოცანა არის, რომ ეს ხელისუფლება დავამთავროთ. „არა რუსულ კანონს“ გაცილებით უფრო მარტივი იქნება, როდესაც „არა რუსულ მთავრობას“ იქნება მოძრაობის სლოგანი, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

"პირველებმა" მოიპოვა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დოკუმენტი. ის 73 გვერდიანია და სალომე ზურაბიშვილი დეტალურად ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება. "ეს კანონის არაკონსტიტუციურია" - წერს პრეზიდენტი და ასაბუთებს, რომ რუსული კანონის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს.   

მსგავსი სიახლეები