დისკუსიის სივრცე არ არსებობს, პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ზურა ჯაფარიძე ვეტოზე

20.05.24 11:48
დისკუსიის სივრცე არ არსებობს, პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ზურა ჯაფარიძე ვეტოზე

რუსულ კანონთან დაკავშირებით დისკუსიის სივრცე არ არსებობს, პრეზიდენტმა სწოპრი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ "ოცნებას" ახლა მხოლოდ ერთი გზა რჩება, არ დაძლიოს ვეტო და რუსული კანონი ჩააგდოს.

ვეტო სწორი ნაბიჯია და გაცხადებულიც ჰქონდა, რომ ამას გააკეთებდა და ფორმა, რომელიც მოიფიქრა, ცოტა იუმორნარევია, მაგრამ კარგია, სწორია, იმიტომ, რომ არ შევიდა შინაარსობრივ განხილვაში, რისი სურვილიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ მესამე მოსმენით მიღებულ კანონზე ახლა რაღაც ვითომ დებატები გაეხსნა და დრო ამაზე გაეწელა და კიდევ ეთამაშა, რომ თითქოს რაღაც დისკუსიის სივრცე არსებობს. არანაირი დისკუსიის სივრცე არ არსებობს. ეს კანონი თავისი სულისკვეთებით და არსით არის ანტიდასავლური და პრორუსული. ახლა რაც აქვთ გზა დარჩენილი, არის ის, რომ უბრალოდ, არ დაძლიონ ეს ვეტო, - ამბობს ხურა ჯაფარიძე. 

"პირველებმა" მოიპოვა საქართველოს პრეიზდენტის მიერ რუსულ კანონზე დადებული ვეტოს დოკუმენტი. ის 73 გვერდიანია და სალომე ზურაბიშვილი დეტალურად ასაბუთებს, რატომ არ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება. "ეს კანონის არაკონსტიტუციურია" - წერს პრეზიდენტი და ასაბუთებს, რომ რუსული კანონის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლს.  

მსგავსი სიახლეები