ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის პრემია 850 000 ლარიდან 3 მილიონამდე გაიზრდება - კობახიძე
პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია საფეხბურთო ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება.
ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად არის გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარის ოდენობით. ჩვენ გვქონდა მსჯელობა კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ პრემიის მოცულობა 3 მლნ ლარამდე, 3 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი. დღეს განიხილება ეს განკარგულება და გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ევროპის ჩემპიონატისთვის მთავრობის მიერ სუბსიდირებულ ფრენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა 3 000 გულშემატკივარს ექნება.